weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

სირიის ობსერვატორია აცხადებს, რომ ISIS-ის ლიდერი მოკლულია

16:30 სამშაბათი, 11 ივლისი 2017

ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დადასტურდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიაში განუცხადეს.

ივნისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი 28 მაისს, რაქაში, რუსეთის ავიაციის მიერ განხორცილებული თავდასხმის დროს მოკლეს.

„დადასტურებულ ინფორმაციას ვფლობთ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებისგან, მათ შორის პირველი რანგის პირებისგან დეირ ალ ზორს პროვინციაში. თუმცა, მათ არ შეუძლიათ თქვან, თუ როდის მოკვდა ის“, - უთხრა „როიტერს“ ბრიტანეთში ბაზირებული მონიტორინგის ჯგუფის დირექტორმა რამი აბდულრაჰმანმა.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. ბოლო ცნობები არ დაუდასტურებია არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც ერაყს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია სირიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის გავრცელებით არის ცნობილი.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ე.წ. ხალიფატი 2014 წელს გამოაცხადა. ის ერაყში 1971 წელს დაიბადა. იგი ასევე ცნობილია სახელით „უხილავი შეიხი“. აშშ-ს 10 მილიონი დოლარი აქვს დაწესებული ალ-ბაღდადის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის სანაცვლოდ, რამაც მის ხელში ჩაგდებას შეიძლება შეუწყოს ხელი.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]